მიხეილ სარჯველაძე - მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე - ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით სიახლეები ყოველწლიურად დაინერგება

მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით სიახლეები ყოველწლიურად დაინერგება.

მისივე განცხადებით, სიახლეები შეეხება პროგრამების როგორც ხარისხობრივ, ისე შინაარსობრივ გაუმჯობესებასა და განვითარებას.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მიმართულების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, ერთ-ერთი მთავარი კვლავ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი ეფექტიანი განხორციელება იქნება.

„ჩვენ, მთავარ აქცენტს გავაკეთებთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, დღეს არსებული სისტემის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე. ეს მოიცავს ყველა მიმართულებას: სპორტული მედიცინიდან დაწყებული, ონკოლოგიური მედიცინით დამთავრებული. შევეცდებით, გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და მეორეს მხრივ, სწორედ ამ ბაზისზე განვახორციელოთ შემდეგი პროგრესი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ასევე ესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში