მიხეილ სარჯველაძე - ფაქტია, რომ მედიკამენტებზე დაწესებულმა რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა

ფაქტია, რომ მედიკამენტებზე დაწესებულმა რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

მინისტრობის კანდიდატმა, სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების რეფორმა და მისი შედეგები შეაჯამა.

„ბუნებრივია, იყო არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ მთლიანობაში, რეფორმამ აჩვენა, რომ იხარჯებოდა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საჭირო იყო, პაციენტების უზრუნველსაყოფად. ფაქტია, რომ რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა. საზოგადოებაც რომ არ დავაბნიოთ და მარტივად მივაწოდოთ ინფორმაცია - რეფერენტული ფასის არსი არის, რომ ვნახულობთ სხვადასხვა, დაახლოებით, ჩვენი ზომის სახელმწიფოებში, რა ღირს იგივე მედიკამენტი, გასაშუალოებულ მაჩვენებელს ვაწესებთ ზღვრული მოცულობის სახით და ვამბობთ, რომ თუ კი ჩვენნაირი ზომის სახელმწიფოში, ევროპულ სახელმწიფოებში, არის ეს ფასი, ჩვენთანაც სასურველია იყოს იგივე, რა თქმა უნდა, ცალკეული სპეციფიკის მხედველობაში მიღებით. ამიტომ, რა თქმა უნდა ეს სამართლიანია და რა თქმა უნდა, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დღეისთვის, სახელმწიფოს 7000-ზე მეტ მედიკამენტზე აქვს განსაზღვრული ფასის ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აკრძალულია. მისივე თქმით, განსაზღვრული ფასები ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ყოველწლიურ გადახედვას ექვემდებარება.

„რაც შეეხება გაგრძელებას ამ მიმართულებით, დიახ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს პროგრამაც და დღეს, თუ 7000 მედიკამენტზეა რეფერენტული ფასი განსაზღვრული, ხვალ გახდება 8000 და ა.შ. ამავე დროს, აქ შერჩევის პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია. არ გვინდა, ზედმეტად ჩავერიოთ, ამ შემთხვევაში, საბაზრო პირობებში და ზედმეტად ვარეგულიროთ, თუმცა მედიკამენტები ნამდვილად არის ის სფერო, სადაც გამართლებულია, სახელმწიფო იყოს მარეგულირებელი ფუნქციით აქტიურად შესული ბაზარზე, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ეს არის ის სფერო, სადაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ რეგულაციები იყოს, რაც შეიძლება მკაფიოც, ცხადიც და იმავდროულად - სამართლიანიც. მხოლოდ ბაზრის იმედად, რა თქმა უნდა, ამ სფეროს ვერ დავტოვებთ, იმიტომ, რომ ამას საქართველოში არც მაინცდამაინც ბევრი სიკეთე მოუტანია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში