გიორგი სიორიძე - ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ - სანამ ამას არ გავაკეთებთ, ყველგან ვიბრძოლებთ

ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ, - ასე უპასუხა ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ კითხვას, თუ რატომ წარადგინეს ცესკოს წევრად მისი კანდიდატურა კვლავ, თუ საარჩევნო ადმინისტრაციას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

სიორიძის განმარტებით, ამ მიზნის მისაღწევად ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

„ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურად არის არჩეული. ამას ვამბობთ 2 წელია. არავის უნდა იქ ყოფნა და არავის სიამოვნებს. ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ყველგან ვიბრძოლებთ“, - განაცხადა სიორიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის საელჩოში მიმდინარე შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრებენ.

„ვისაუბრებთ იმ სქემებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ე.წ ტექნოლოგიზებულ კარუსელს, უცხოეთში მყოფ პირთა მაგივრად, ბიულეტენების გაცემას და ხმის მიცემას. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები საკმარისად აქვთ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ის, რაც ჩვენ ვიცით, რადგან როგორც ცესკოს წევრები უფრო მეტად ჩახედულები ვიყავით ამ საკითხში“,-განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილეს, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერს, ანტონიო დალ-ბორგოს ხვდებიან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო