განსაკუთრებული შესაძლებლობები, რომლებსაც Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ

Webster University Georgia-ში ფსიქოლოგიის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე მიღება გრძელდება. უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა უნივერსიტეტის ყველა კამპუსში მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, საქართველოში, მაღალია.

ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უკონკურენტოა არაერთი მიზეზის გამო. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

  • Webster University Georgia სტუდენტებს უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ დიპლომთან ერთად, უნივერსიტეტის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში ერთწლიან სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს ქართული კამპუსის სწავლის საფასურის შენარჩუნებით.
  • Webster University Georgia-სფსიქოლოგიისმეცნიერებისპროგრამასტუდენტსაძლევსცოდნასძირითადიფსიქოლოგიურიცნებების, ბიოლოგიური, შემეცნებითი, პიროვნულიდასოციალურიკონტექსტისგასაგებადდაინდივიდებისქცევისაღსაწერად. სტუდენტებს, რომლებიცწარმატებითდაასრულებენსაბაკალავროპროგრამასფსიქოლოგიისმეცნიერებაში, ექნებათდარგისსაფუძვლიანიცოდნადაგამოუმუშავდებათკვლევისუნარები, შეეძლებათმონაცემთაანალიზი, დაშეძლებენსწავლაგანაგრძონფსიქოლოგიისსამაგისტროპროგრამაზესხვადასხვამიმართულებით.
  • სტუდენტები სიღრმისეულად შეისწავლიან ფსიქოლოგიის ყველა მიმართულებას. მათ შორისაა თერაპიული ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია და სხვა.
  • ფაკულტეტზე ასწავლიან დარგის ექსპერტები, რომლებიც ქართული კამპუსის პარალელურად Webster University-ის სხვადასხვა კამპუსში ახორციელებენ აკადემიურ საქმიანობას.
  • კურსდამთავრებულს შეუძლია საქმიანობა გააგრძელოს: კლინიკურ ფსიქოლოგად, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციაში ფსიქოლოგად, სოციალურ მუშაკად, კვლევის ანალიტიკოსად, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტად.
  • აღსანიშნავია, რომ Webster University Georgia-ში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900 დოლარია.
  • ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ. აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით.
  • Webster ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთშიდა საბერძნეთში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ინგლისურენოვანი პროგრამის კოდია 2020104.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა