ოლექსი გონჩარენკო  - ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები

ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები. საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სტატუსით ვიყავი და ეს არეულობა ჩემი თვალით ვნახე“, - წერს ოლექსი გონჩარენკო.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებს; ასევე, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს და ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა