პრეზიდენტი - ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან საქმიანობის შესრულებისას

მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა “X”-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს.

დაშლის ღონისძიების დროს რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.

კერძოდ, „პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მათი ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს, რომელიც ნაცემია. ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამასთან, დაშავებულ პირებს შორის არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, მათ შორის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე „აჭარის“ ერთ-ერთი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში