თინა ხიდაშელი - ქართულმა ჯარმა უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! - ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც

ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ახლა კეკლუცის დრო არ არის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც!

„მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს!

ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო!

ახლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება.

ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა. ფართო ფრონტი და დისციპლინა. ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც! ა, ბურთი, ა, მოედანი!“, - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე