ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს

თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს, - ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე.

„ევროკავშირმა არ უნდა შეაქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს“, - აცხადებს ესტონელი დეპუტატი.

მისი თქმით, რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ და საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია.

„თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის. ქართველი ხალხი არ დანებდა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას“, - წერს მიხელსონი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს