ბადრი ჯაფარიძე - “ქართული ოცნება” არის ტიპური რუსული ძალა, მისი ამოცანაა, ჩაიაროს პროტესტმა, ბრაზი განელდეს და შეინარჩუნოს ხელისუფლება - უნდა ესმოდეთ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, რადგან პატრიოტები არ დათმობენ ამ ქვეყანას

რაც უფრო მეტი სისასტიკე იქნება გამოვლენილი პოლიციელების მხრიდან, მით უფრო მეტი იქნება პროტესტი, ეს გარდაუვალია, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნება” არის ტიპური რუსული ძალა, რომლის ძირითადი ამოცანაა, როგორმე ჩაიაროს ამ პროტესტმა, ბრაზი განელდეს და შეინარჩუნოს ხელისუფლება, თუმცა ჯაფარიძის თქმით, ეს ილუზიაა და "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ ცეცხლს ეთამაშებიან.

“ჩვენ ვხედავთ, ურიცხვი ადამიანია მოსული, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის გულანთებული პატრიოტები, რომლებიც არასდროს დათმობენ თავისუფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ წავლენ აქედან, ვიდრე არ მიაღწევენ ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლების აღდგენას - ეს არის სამართლიანი, ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მართლაც მოახდენს დეესკალაციას და დაძაბულობას შეამცირებს. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რომელსაც ენდობა და რომელიც შეძლებს, ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან, სადაც მხოლოდ და მხოლოდ უფრო ღრმად შევალთ, თუ კი "ქართული ოცნება" გააგრძელებს იგნორირებას უამრავი ჩვენი თანამოქალაქის მოთხოვნის.

გუშინ ჩვენ ვნახეთ დანაშაული, ჩვენს თვალწინ რაც მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცემა პოლიციელმა. უნდა მივმართო პირდაპირ შსს-ს, გამოავლინეს თუ არა ეს დანაშაული, როდესაც გურამ როგავა უმოწყალოდ გაიმეტა, მიაყენა უმძიმესი ფიზიკური ზიანი, დღესაც არ ვიცით მისი ვინაობა. ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც ყველასგან უნდა მოდიოდეს - შსს-მ დაასახელოს ის პოლიციელი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.

“ქართული ოცნება” არის ტიპური რუსული ძალა, მისი ძირითადი ამოცანაა, როგორმე ჩაიაროს პროტესტმა, ბრაზი განელდეს და რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება, მათ აქვთ ამის ილუზია, რომ შეძლებენ ამას. ამას ვერ შეძლებენ, რაც უფრო მეტი სისასტიკე იქნება გამოვლენილი პოლიციელების მხრიდან, მით უფრო მეტი იქნება პროტესტი, ეს გარდაუვალია, ამიტომ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, რადგან პატრიოტები არ დათმობენ ამ ქვეყანას”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის