საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში - ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს

საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "რეპრესიები უნდა შეწყდეს".

"ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს", - წერს ფრანგი მინისტრი X-ზე.

მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და განაცხადა, რომ "საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ქართველი ხალხი არ დანებდება!".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო