ანტონიო კოშტა - ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მომავალ წელს ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინის ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას 2025 წელსაც გააგრძელებს. წლის ბოლომდე ბლოკი ქვეყანას 4,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს, 2025 წელს კი ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს გადაურიცხავს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკვე ამ თვეში ევროკავშირი უკრაინას დამატებით 4,2 მილიარდ ევროს გადასცემს უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, მომავალი თვიდან ჩვენ ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში, დამატებით 1,5 მილიარდ ევროს ოდენობით დახმარებას გამოვუყოფთ. ჩვენ ამ თანხებს ვიღებთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით და მათი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება“, - განაცხადა კოშტამ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე და უკვე მუშაობს სანქციების მე-15 პაკეტზე, რათა შეამციროს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში