ანა ნაცვლიშვილი - ვისაც არ მოგწონთ, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, შეგახსენებთ, რომ სანამ ხალხი აჯანყდებოდა, ის იყო მშვიდად და ითმენდა ბევრი წელი, მაგრამ ხელისუფლებამ მას ყველა გზა წაართვა - „ოცნებამ“ კონსტიტუცია დახია!

ვისაც არ მოგწონთ, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, შეგახსენებთ, რომ სანამ ხალხი აჯანყდებოდა, ის იყო მშვიდად და ითმენდა ბევრი წელი, მაგრამ ხელისუფლებამ მას ყველა გზა წაართვა - „ოცნებამ“ კონსტიტუცია დახია! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, როცა ხელისუფლება ყველაფერს აუქმებს და კონსტიტუციურ გადატრიალებას აწყობს, ხალხს აქვს უფლებაც და ვალდებულებაც, დაიცვას და აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი.

„ვისაც არ მოგწონთ, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, შეგახსენებთ, რომ სანამ ხალხი აჯანყდებოდა, ის იყო მშვიდად და ითმენდა, ბევრი წელი, მაგრამ ხელისუფლებამ მას ყველა გზა წაართვა, რომ თავისი ხმა მიეწვდინა და თავისი უფლება და ინტერესი დაეცვა.

და ბოლოს უთხრა, რომ აწმყოს კი არა, მომავალსაც წაართმევდა! რაც ახლა ხდება, აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, ამისთვის არის შექმნილი დემოკრატიულ სახელმწიფოებში არაერთი გზა და ინსტრუმენტი, რომ ძალაუფლებას ვინც ფლობს, იმან ა. მოისმინოს და ბ. შეისმინოს ხალხის ხმა.

ამისთვის არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ „ოცნებამ“ მიიტაცა და გააუქმა ის; ამისთვის არსებობს პარლამენტი, მაგრამ „ოცნებამ“ პარტ.ბიუროდ აქცია ის და ოპოზიციას ყველა ინსტიტუციური ბერკეტი წაართვა და გაუუქმა; ამისთვის არსებობს მედია, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი „ოცნებამ“ დაიქვემდებარა და ის მოქალაქეების კი არა, ხელისუფლების ხმას (პროპაგანდას) აჟღერებს; ამისთვის არსებობს სასამართლო, რომ იქ გაირჩეს მტყუან-მართალი, მაგრამ „ოცნებამ“ ის კლანს გადააბარა და მასთან გარიგდა; ამისთვის არსებობს საგამოძიებო უწყებები, მაგრამ „ოცნებამ“ ის პარტიულ კონტროლს დაუქვემდებარა; ამისთვის არსებობს ანტიკორუფციული მექანიზმი, რომელიც „ოცნებამ“ ჯიბეში ჩაიდო; ამისთვის არსებობს საჯარო პეტიციები, საჯარო შეხვედრები, მოქალაქეთა განცხადებები და სხვა და სხვა., მაგრამ „ოცნებამ“ არც ერთი არ შეისმინა და ბოლოს, ამისთვის არსებობს კონსტიტუცია, რომლის 78 მუხლში 2017 წელს, ჩვენი ინიციატივით, ჩაიწერა, რომ საქართველოს გზა ევროპულია, მაგრამ „ოცნებამ“ კონსტიტუცია დახია!

ჰოდა, როცა ხელისუფლება ყველაფერს აუქმებს და კონსტიტუციურ გადატრიალებას აწყობს, ხალხს აქვს უფლებაც და ვალდებულებაც - დაიცვას და აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი!“,- წერს ნაცვლიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის