ბათუმის საზღვაო აკადემიის ეზოში შესასვლელი კარი სტუდენტებმა გახსნეს და სასწავლებლის ეზოში შევიდნენ - სტუდენტები გაფიცულები არიან

ბათუმში, საზღვაო აკადემიის ეზოში მთავარი შესასვლელი კარი სტუდენტებმა გახსნეს და სასწავლებლის ეზოში შევიდნენ.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც შეუერთდნენ და გაფიცვაში ისინიც მონაწილეობენ.

მათი თქმით, ქვეყნის უკან დახევას არ დაუშვებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უამრავი სტუდენტი და პროფესორი არის ჩართული გაფიცვაში. არ გვჭირდება გაუნათლებელი პრეზიდენტი, არ გვინდა რუსული რეჟიმი, გამოდით ხალხო და დაიცავით ჩვენი კონსტიტუცია!”- აღნიშნეს სტუდენტებმა

აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა