მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, გარეტ უორდს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ელჩთან მთავარი სალაპარაკო თემა ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.

„საუბრის დეტალებს ვერ მოგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტორია, რომლის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვისა და ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ინფორმაცია მივაწოდეთ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ინფორმაციებზე ვისაუბრეთ, რომლებიც მათ აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო, იმას, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ბრიტანეთს საქართველოსთან აქვს იქნება აუცილებლად გაგრძელებული და ხალხის მხარდაჭერა არ შეწყდება. ის პარტნიორობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, გვსურს გაგრძელდეს. ქართველ ხალხს და სახელმწიფოს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა სჭირდება. დიდ ბრიტანეთს დიდი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, საქართველოში, ჩვენი დემოკრატიის მშენებლობისთვის, რომელიც ახლა “ქართული ოცნების“ მეშვეობით, უზარმაზარ წნეხს განიცდის, ახლა მთავარია „ქართული ოცნების“ მიზანი არ შესრულდეს, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა