მარკო მიხელსონი - ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთან დაკავშირებით სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთან დაკავშირებით სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ავრცელებს.

„დღეს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინონ და სწრაფად იმოქმედონ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობას გმობს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

„რადგან საქართველოში ვითარება ყოველდღე უარესდება, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად და დაუყოვნებლივ დააწესონ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც არჩევნების გაყალბებით ძალაუფლება ხელში უკანონოდ ჩაიგდო. საკონსტიტუციო კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღსადგენად საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია“, - აღნიშნულია ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას იცავს, მხარდაჭერას გამოხატავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე