სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა - ტერიტორიაზე კი, სადაც მომიტინგეთა ძირითადი ნაწილი იმყოფება, პერიოდულად იყენებს სპეციალურ საშუალებებს

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ დასაშლელად საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაშლის ღონისძიების შემდეგ, მომიტინგეებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს.

ამ დროისთვის, სპეცრაზმი დგას რუსთაველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზეც. ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები.

დემონსტრანტთა ძირითადი ნაწილი კი ამ დროისთვის, სასტუმრო „ბილტმორის“ მიმდებარედ დგას. პერიოდულად აქციის მონაწილეები წინ მიიწევენ, პროტესტის თავდაპირველი ადგილისკენ, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმი ამის საშუალებას არ აძლევს.

საპოლიციო ძალები ამ დრომდე, პერიოდულად იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ ე.წ. გაზის კაფსულებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია