„ქართული ლეგიონი“ - კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო ბრალდებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ვგეგმავთ

რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ “ქართული ლეგიონი” გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს, - ამის შესახებ “ქართული ლეგიონის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია. „ქართული ლეგიონი“ 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის მიმართ ერთგულებაში და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა