პრემიერი საჯარო დისკუსიაზე - ჩემი მიდგომა არის ასეთი - სამი სუბიექტია - ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“ - მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი - შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო დისკუსიის მსურველ სუბიექტებს კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს შესთავაზებენ.

პრემიერის თქმით, აღნიშნულზე დეტალურ განცხადებას ცოტა ხანში გამოაქვეყნებენ, მანამდე კი კობახიძე ამბობს, რომ მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს.

„ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, სადაც შეგვიძლია მათ შევთავაზოთ კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი - სამი სუბიექტია - ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“. მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის გამავლობაში მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „სხვანაირად გაიგო“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს