ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია და მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი - ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა

სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციებზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს 4 პარასკევი აქვს ამ პოსტზე დარჩენილი და მისი ეს ემოციური განცხადებები არაა გასაკვირი.

ამასთან, მისივე თქმით, „ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“.

სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი. კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები - ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.

„მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა