ანა ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც უნდა იცნობდეთ, როგორც რუსეთის ჯალათებს - საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო ყველა სისასტიკეს

ამ წუთიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც უნდა იცნობდეთ, როგორც რუსეთის ჯალათებს საქართველოს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნაცვლიშვილი წერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო, ხელი მხოლოდ ორმა მოსამართლემ არ მოაწერა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო ყველა სისასტიკეს და უკანონობას, „ოცნების“ მარბიელ რაზმებს, მოქალაქეთა მტვრევას, ძალაუფლების მიტაცებას და კონსტიტუციურ გადატრიალებას.

დღეს, მან გამოაცხადა, რომ განსახილველად არ მიიღებს არც პრეზიდენტის და არც მე-10 მოწვევის დეპუტატების სარჩელს. ეს სარჩელები იყო ის ვიწრო სამართლებრივი ბილიკი, რომლითაც შესაძლებელი იყო, პროცესი დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ ჩარჩოში, ხელისუფლებას ვეღარ გაეგრძელებინა ახალგაზრდების მტვრევა, დანიშნულიყო ახალი არჩევნები და საზოგადოებას მისცემოდა შესაძლებლობა, ახალი და თავისუფალი არჩევნებით დაებრუნებინა თავისი ქვეყანა კონსტიტუციურ კალაპოტში, ევროპულ გზაზე. ამ წუთიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც უნდა იცნობდეთ, როგორც რუსეთის ჯალათებს საქართველოს წინააღმდეგ.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს მათ: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.

ორმა მოსამართლემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი და არ დაეთანხმა უმრავლესობას: თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე