ეკა გიგაური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ისინი იქ არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ივანიშვილს - არ ვსაუბრობ ყველაზე,  რამდენიმე მოსამართლეა, რომელიც იბრძვის შიგნიდან, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არაა

ისინი იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ ინსტრუქციებს, დავალებებს, რომელსაც ასრულებენ.

„რა თქმა უნდა, ისინი იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ბიძინა ივანიშვილს. არ ვსაუბრობ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეზე, ცხადია, რამდენიმე მოსამართლე არის, რომელიც იბრძვის შიგნიდან, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანები მას ემსახურებიან და მის ინსტრუქციებს, დავალებებს ასრულებენ. ეს არის მთავარი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამ უბედურებაზე არის პასუხისმგებელი ერთი ადამიანი და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს”, - განაცხადა გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს