მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილზე - როგორ შეუძლია თანამდებობის პირს, მოუწოდოს ბავშვებს ქუჩებში გამოვიდნენ - ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო

ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“, კომენტარი გააკეთა.

„როგორ შეუძლია როგორც თანამდებობის პირს, კერძო მოქალაქეს, ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საქმე ადამიანებზე ზრუნვაა, მოუწოდოს ბავშვებს, რომ ქუჩებში გამოვიდნენ, რადგან ახლა მათი პროტესტის ჯერი დადგა. ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე. ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო. ასეთი ხალხი ნამდვილად არ მინახავს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია ის, თუ „როგორ შეიძლება (სალომე ზურაბიშვილი) ვერ ხედავდეს, რომ ქუჩებში "პოგრომებია", „მოლოტოვის კოქტეილებია“, ჩხუბია და სახლებში შეიძლება უფროსებიც არ დაბრუნდნენ“.

მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ქართული საზოგადოების რეაქციით, კერძოდ, „პასუხისმგებლობითა და აზრის სიცხადით, რომელიც ყველა განცხადებაში ჟღერდა ზურაბიშვილის ასეთი დანაშაულებრივ-ავანტიურული ზრახვების უკიდურესი დაგმობისას“ გაოცებულია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო