მარკო მიხელსონი - ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს

ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს.

„ტერორის გამოყენება ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას იცავენ, საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს. ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყველა მორჩილი დამსჯელის წინააღმდეგ სანქციები სასწრაფოდ უნდა დააწესოს“, - წერს მარკო მიხელსონი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს