გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში.

„11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, თავისუფლების, ენერგეტიკების, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვეშეთი, არახვეთი, ზემო მლეთა, გვიდაქე, გოგნაური და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური და სოფელი გლდანი;

16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, კავთას, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა