ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება - მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურაბიშვილს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა არ გააჩნია.

„სალომე ზურაბიშვილი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე არ არის, თუმცა ადრე იყო. ის ასევე იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი 2004 წლამდე. შემდეგ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ასეთი პრეისტორია აქვს. საფრანგეთში, ემიგრანტთა ოჯახში, დაიბადა. ზოგიერთს უნდა მისი რადიკალური ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენა, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება. რა თქმა უნდა, ამგვარი მცდელობა, აქციონ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება. ამდენად, მას არ გააჩნია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში