ირაკლი კობახიძე - ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას

ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ, ქართული სახელმწიფო ძალიან ძლიერია და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში იყო 4 რევოლუციის მცდელობა, მაგრამ ყველა მცდელობა ჩავარდა, რადგან სახელმწიფო ძლიერია.

„პროტესტი რა თქმა უნდა, არ არის სპონტანური. უნდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ 4 რევოლუციის მცდელობა. ეს იყო მეოთხე მცდელობა, მაგრამ ყველა ეს მცდელობა ჩავარდა, რადგან სახელმწიფო ძლიერია; სახელმწიფო უწყებები ძლიერია. ჩვენ მაინც უნდა გავუსწოროთ თვალი ამ მცდელობებს და ყველა ეს შემთხვევა - ყველაფერი - წინასწარ იყო დაგეგმილი. ჩვენ გვაქვს მიმდინარე გამოძიება ამ სახის შესაძლო განვითარების შესახებ. უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები არიან ჩართულნი ამ სახის აქტივობებში. ასე მაგალითად, 2022 წლის ივნისში, როდესაც რევოლუციის პირველი მცდელობა განახორციელეს - ანუ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი - უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და უშუალოდ მათ გამოთქვეს პოლიტიკური მოთხოვნები: მთავრობის გადადგომა, ახალი მთავრობის ფორმირება მათივე მონაწილეობით. ანუ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სურდათ, გამხდარიყვნენ მინისტრები. თან ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენი მიმართვა ევროკავშირისადმი, მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, უარყოფილი იყო. ეს სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია. თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ. ქართული სახელმწიფო ძალიან ძლიერია და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა