საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოში მომიტინგეების თვითნებური დაკავების, მათ მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, - აცხადებს კაია კალასის პრესსპიკერი.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება