„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს

„ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 6 დეკემბერს, 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 6 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან, 7 დეკემბრის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება კონკრეტულ აბონენტებს შეეზღუდებათ.

„გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტია.

რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

აღნიშნული ქსელი ისანი-სამგორისა და კრწანისის რაიონების 128 000 აბონენტის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. პროექტში „ჯივიპი“ 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 9.3 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 3.6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 90 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 89 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ხვალ, 6 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 6 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან, 7 დეკემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების ქუჩებისა და კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს, კალოუბნის, ქიზიყისა და ჯავახეთისა და თვალჭრელიძის ქუჩების ნაწილს,ჯავახეთის II და III შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე