ირაკლი კობახიძე - გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე - თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან - ვიმოქმედებთ - ამას ვპირდებით ყველას

თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან. ჩვენ ვიმოქმედებთ - ამას ვპირდებით ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, „მთავარი არხის“ მიერ აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნულს კობახიძე ფსიქოლოგიურ ძალადობას უწოდებს.

„როდესაც ფიზიკურად ვეღარ ძალადობდნენ, როდესაც ამის რესურსი ამოიწურა, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც ლიბერალური ფაშიზმისთვისაა დამახასიათებელი. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების სიების. თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან. ჩვენ ვიმოქმედებთ - ამას ვპირდებით ყველას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც მათ ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ. მათივე ცნობით, აღნიშნული სია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს