ანა დოლიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, 110 მილიონი ლარი ხელოვნებისა და მედიის სფეროს უნდა მოხმარდეს

კიდევ ერთი გამარჯვება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ეს არავაჟკაცი, გიორგი გვიმრაძე,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა ემსახურებოდეს.

„კიდევ ერთი გამარჯვება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ეს არავაჟკაცი, გიორგი გვიმრაძე. მას შეგვიძლია დავუძახოთ ჭუჭყი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა ემსახურებოდეს. მთელი კულტურის სფერო ფინანსდება 400 მილიონი ლარით, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი იგივე ,,კანალ რასია” 110 მილიონი ლარით, ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ,,კანალ რასია” ამხელა თანხებით ფინანსდება, რომელიც შემდგომ ამართლებს ჩვენი შვილების ცემას.

ჩემი დაპირებაა, რომ ეს დაფინანსება, რასაც იღებს ,,კანალ რასია” მომავალში ხელოვნებისა და მედიის სფეროს მოხმარდეს. გამოცხადდება საერთაშორისო ზედამხედველობით კონკურსი, რომლის გამგეობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველები და გრანტების სახით დარიგდება ეს ყველაფერი. ასე დაფინანსდება ეს სფეროები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე