საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - „ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების“ სასწავლო კურსის ფარგლებში, „ჯინო პარკის“ აკვაპარკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯამბურიამ საჯარო ლექცია ჩაატარა სახელწოდებით - „ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს „ჯინო ჰოლდინგის“ და აკვაპარკის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა კომპანიის მენეჯმენტზე, სტრუქტურასა და ადამიანური რესურსების მართვის თავისებურებებზე, რაც თავის მხრივ, მოიცავს ხელმძღვანელობას, ლიდერობას, ინიციატივების მხარდაჭერასა და იურიდიულ საკითხებს.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ჯინო პარკს“ შორის თანამშრომლობას ახლო წარსულში ჩაეყარა საფუძველი.

„კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ვფიქრობთ, სტრატეგიულად ორმხრივად საინტერესოა. ფაკულტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ კომპანიასთან გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას მისცემს განივითარონ პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მემორანდუმი კომპანიასაც დაეხმარება ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და შერჩევაში. წინასწარი შეთანხმებით, ასევე, დაიგეგმება სასწავლო-პრაქტიკული გასვლა აკვაპარკის ტერიტორიაზე“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

ინფორმაციის თანახმად, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების სასწავლო კურსის პედაგოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ ცოტნე ჯამბურიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექცია ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა, რომლის ფარგლებშიც, ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი