პოლიცია მეტროსადგურ  “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს

პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს.

პოლიციელები აჩერებენ პირებს, რომლებიც დროშებით გადაადგილდებიან. ამასთან, პოლიცია მოქალაქეებს უმოწმებს ჩანთებს.

როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, ისინი კანონით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ პრევენციის მიზნით.

"პრევენციის მიზნით, ჩვენ გვაქვს უფლება კანონის თანახმად შევამოწმოთ მოქალაქეები", - აცხადებს ერთ-ერთი სამართალდამცველი.

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიციის მიერ მოქალაქეების ჩხრეკა გუშინაც მიმდინარეობდა, რა დროსაც „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირიც.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.

პროტესტის მონაწილეები მე-8 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას