ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე

ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებლები არიან ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების განხორციელებაზე, შეზღუდონ ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩერონ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და შესაბამისად გაზარდონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, სეიმი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და მათ სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიეტუვის პარლამენტი კატეგორიულად გმობს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თბილისსა და ქვეყნის სხვა ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას და უკანონო დაკავებას და რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებას მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, არჩევნები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფალ და არც სამართლიან არჩევნებად. სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

სეიმის რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს მოწოდებას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს. დოკუმენტი მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით, დარღვევების სათანადოდ და სრულყოფილად შეფასების მიზნით.

ამასთან, სეიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ამ გზაზე პროგრესი შეჩერებულია მანამ, სანამ არ გადაწყდება ძირითადი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის გაფართოების ფუნდამენტურ კრიტერიუმებთან.

სეიმმა რეზოლუცია 109 ხმით მომხრე ერთი ხმით წინააღმდეგ მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ