მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

„მე ანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ ანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელმა შემიყვანა სადარბაზოში და მითხრა, რომ ახლავე აგიხსნით, რატომ ვაკავებთო, თუმცა არაფერი ამიხსნეს და გავიდნენ სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან. როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა, ზარი ვიღაც გოგომ დარეკაო, ანდრომ გააღო კარიო და გარეთ ბევრი პოლიციელი იყოო. არ იყვნენ აგრესიულებიო. უთხრეს, რომ გედება ბრალი ორგანიზებაშიო. რომელი თავდამსხმელი ანდროა? დიახ, დგას მიტინგზე! დიახ, მეც ვდგავარ მიტინგზე! ჩემი ოჯახის ყველა წევრი... რომც არ წავიდეს ანდრო მიტინგზე, ვეტყვი, რომ წავიდეს! მე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ანდრო. მე ჩემზე უფრო მქონდა მოლოდინი, ვიდრე ანდროზე. ვიცი, რომ არის მხნედ, არ არის ნაცემი. მინდა ჩემი შვილი მალე ვნახო“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე