ადვოკატი - ზურა დათუნაშვილთან იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტები შევლენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონ ზურა დათუნაშვილთან იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტები შევლენ.

აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დათუნაშვილი გუშინ გამომძიებლებმა გამოჰკითხეს, რომელთაც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და დაზიანებებზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

კვინიკაძის თქმით, სპორტსმენზე როგორც დაკავების მომენტში, ასევე მანქანაშიც იძალადეს.

„დაზიანებული აქვს მარცხენა თვალი, ყელის არე და მარჯვენა ყური გატეხილი აქვს, სპორტსმენს კაცს ყური გაუტეხეს, ასეთი არაფერი მინახავს... მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს“, - განაცხადა კვინიკაძემ.

დათუნაშვილს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს, საღამოს საათებში ეწურება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულის საქმეს დიდი ალბათობით სასამართლოში დღესვე შეიტანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, მას გაათავისუფლებენ და სასამართლო პროცესი სხვა დროს ჩატარდება.

ცნობისთვის, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

ფოტო: მირიან მელაძე

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ