მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა - ანდრო ცნობადი სახეა, მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამის, ოთარ ჭიჭინაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავებისას პოლიციელები „კორექტულობის ფარგლებში“ მოქმედებდნენ.

როგორც ის აღნიშნავს, რადგან ანდრო ცნობადი სახეა, მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა.

„დაახლოებით 19:00 საათისთვის მოვიდნენ. იყო ზარი კარებზე, რომელიც თვითონ ანდრომ გააღო და პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ. შემოვიდნენ სახლში. გვითხრეს, რომ ნერვიულობა არ იყო საჭირო. შევედით ოთახში და გვითხრეს, რომ ანდროს ბრალი ედებოდა ჯგუფური ძალადობის მუხლით. შეადგინეს დაკავების აქტი. ანდროს წარუდგინეს ბრალეულობა. წარადგინეს სასამართლოს განჩინება. ძალიან დიდხანს იყო საუბარი ანდროსა და პოლიციელებს შორის. ასეთი კითხვები იყო: აქციებზე მისი ყოფნა რა მიზნებს ემსახურება, მოსწონს თუ არა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალება, ფოიერვერკებსა და ლაზერებზე იყო საუბარი, ანდრო პასუხობდა ჩვეულებრივად. დაძაბულობის მომენტი აბსოლუტურად არ იყო. ბრალეულობის წარდგენის შემდეგ მას დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს. ისინი დიდხანს იყვნენ აქ და მე როგორც მივხვდი, ტელევიზიების მოსვლას ელოდებოდნენ, რომ დაეფიქსირებინათ ანდროს დაკავება. მე ჩავედი და კარი გავუღე ოპერატორს, ამოვიყვანე და რომ ვკითხე, ვინ იყო, „იმედის“ ოპერატორი ვარო.

რა თქმა უნდა, აქციაზე ანდროს იქ დგომა პრობლემაა მაგათთვის. რადგან ანდრო ცნობადი სახეა, უნდა დაისაჯოს, ასე მიიჩნევენ, საჩვენებელი დასჯის მომენტია.

მე ყოველთვის ამაყი ვარ ჩემი შვილით, რაც არ უნდა გააკეთოს. ცუდს ის არასდროს გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამაყი ვარ ანდროთი, ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა. სჯერა სამართლიანობის, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო.

გაბედავს თუ არა ეს რეჟიმი მის ციხეში გაშვებას? ყველაფერია მათგან მოსალოდნელი. როდესაც შემოვიდნენ, დაძაბულობა არ შექმნილა. რა თქმა უნდა, ყველა ნერვიულობდა, იქ ვიყავი, მაგრამ მათი ქცევიდან დაძაბულობა არ ყოფილა. კორექტულ ფარგლებში იყვნენ“,- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ