შალვა პაპუაშვილი - ქალბატონი სალომე და ზოგიერთი შიდა თუ გარე აქტორი, რომელთაც სურთ ქართველ ხალხს თავისი არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა, შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ

ქალბატონი სალომე და ზოგიერთი შიდა თუ გარე აქტორი, რომელთაც სურთ ქართველ ხალხს თავისი არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა, შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ - ყველა ტყუილი როგორც 2020 წელს, ისე ახლაც, დეჟავუსავით ხელახლა ვიხილეთ - ტყუილის შინაარსი და ანატომია არ შეიცვალა, ისევე როგორც მხილების ანატომია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „ყველა ტყუილი 2020 წლის მსგავსად ვიხილეთ, იმავე აქტორების, პარტიებისა და „ენჯეოების“ მხრიდან, რომელთაც სალომე ზურაბიშვილიც მიემატათ“.

„ეს ის ხაზია, რომელსაც ჩვენ წლებია ვაკვირდებით, რომ მნიშვნელობა აქვს არა სიმართლეს, არამედ იმას, თუ რა უნდა წარმოიდგინოს ამა თუ იმ რადიკალურმა ჯგუფმა. ქალბატონი სალომე, ისევე როგორც ზოგიერთი შიდა თუ გარე აქტორი, რომელთაც სურთ ქართველ ხალხს თავისი არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა მისი წერილობითი დასკვნით, ამასთან, არჩევნების მეორე დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ზეპირად გაცხადებული პოზიციით და შემდგომ, უკვე საქართველოს პარლამენტისადმი და პრემიერ-მინისტრისადმი წერილობითი მომართვით. ის აქ კიდევ ერთხელ ადასტურებდა თავის დასკვნას, რომ არჩევნები შედგა, რომ ის იყო კონკურენტული და ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ქალბატონი სალომე, ისევე როგორც შიდა თუ გარე აქტორები ტყუილში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ ამხილა, რომელმაც ვნახეთ, რომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი. ის სარჩელი, როლითაც ისინი ცდილობდნენ, რომ ეს არჩევნები ჩაეშალათ. მათ შორის, ვხედავთ მათ გაწბილებას, რადგან იმ მოსამართლეებმაც არ დაუჭირეს მხარი მის სარჩელს, რომლებიც მას [სალომე ზურაბიშვილს] ეგონა, რომ მისი ყველა პოზიციის გამზიარებლები იქნებოდნენ. ამიტომ, ყველაფერი ნათელია. მხილებულია ყველა ის ტყუილი, რომელიც ჩვენ როგორც 2020 წელს, ისე ახლაც 2024 წელს, დეჟავუსავით ხელახლა ვიხილეთ. ვიხილეთ იმავე აქტორების, იმავე პარტიების, იმავე „ენჯეოების“ მხრიდან და მათ სალომე ზურაბიშვილიც მიემატათ, თუმცა ტყუილის შინაარსი და ანატომია არ შეიცვალა, ისევე როგორც მხილების ანატომია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა