თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩევანი თავისუფლებისა და ევროპული განვითარების ვექტორია, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უპირობო პატივისცემას.

საკუთარი აზრის და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულება. მისი ხელყოფის, მით უფრო - ძალადობრივი ხელყოფის, უფლება არავის აქვს. მოძალადე ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ძალადობის და აგრესიის წამხალისებელი კი დამნაშავეა. მედიკოსები ვემსახურებით ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასს - მის სიცოცხლეს, კეთილდღეობას და თავისუფლებას. ამიტომაც, ადამიანის ჯანმრთელობის, ნების, პატივისა და ღირსების შემლახავი ნებისმიერი ქმედება, მიზნისა თუ ფორმის მიუხედავად, ჩვენთვის იყო, არის და იქნება მიუღებელი.

თსსუ ემიჯნება ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. თსსუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გამსჭვალული არიან პროფესიული ვალდებულებებისადმი ერთგულების სულისკვეთებით: ჩვენი კოლეგები და მომავალი კოლეგები უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და ათვისებულ პრაქტიკულ უნარებს იყენებენ აქციებზე დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

თსსუ-ში უპირველესი საზრუნავი სტუდენტი და მისი საუკეთესო აკადემიური ინტერესია. გამოხატვის თავისუფლება კი ერთ-ერთი ფუნდამენტურია ადამიანის უფლებათა შორის. თსსუ არ წყვეტს აკადემიურ პროცესს და, ამასთანავე, იღებს ვალდებულებას, რომ თითოეული სტუდენტისათვის უზრუნველყოს ცოდნის მიღების მოქნილი, სტუდენტის ინდივიდუალურ აკადემიურ საჭიროებებზე მორგებული გარემოსა და პირობების შექმნა და გაცდენილი მეცადინეობების სანაცვლოდ დამატებითი მეცადინეობების ორგანიზება. ამასთანავე, თსსუ კატეგორიულად გამორიცხავს სტუდენტებისა და თანამშრომლების დისკრიმინაციას პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.

„ტრადიციებით მომავლისკენ“ - ეს თსსუ-ის არამხოლოდ დევიზი, არამედ განვითარების ფორმულაა. ჩვენი ტრადიციები ევროპულია, მომავალში კი თავს ვხედავთ ძლიერი ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად. ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარების, განათლების, ჯანდაცვის და სხვა საზოგადოებრივი სიკეთეების განვითარების უალტერნატივო გზა; ეს ჩვენი უპირველესი ეროვნული ინტერესია, განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე