შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ უნივერსიტეტი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

IBSU პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც საგანმანათლებლო ბაზარზე 29-წლიანი გამოცდილება აქვს.

IBSU სტუდენტებს სთავაზობს 50-მდე აკრედიტებულ ინგლისურენოვან და ქართულენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერების, არქიტექტურის, საერთაშორისო ურთიერთობის, სამართალმცოდნეობის, საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის, ჟურნალისტიკის, ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს. წელს უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო ახლად აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის და ფსიქოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამებზე.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლიდან გეგმავს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას, მათ შორის გრაფიკული დიზაინისა (ინგლისურენოვანი) და არქიტექტურის საბაკალავრო (ქართულენოვანი) პროგრამების გახსნას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის (ქართულენოვანი) საბაკალავრო პროგრამამ უკვე გაიარა სრული აკრედიტაცია და სტუდენტების პირველ ნაკადს 2025 წლის სექტემბერში მიიღებს.

IBSU ორიენტირებულია მოთხოვნად პროფესიებზე, რაც უზრუნველყოფს დასაქმების მაღალ, 93%-იან მაჩვენებელს. ასევე, უნივერსიტეტი გამორჩეულია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებით, შიდა გრანტებით, სტუდენტური კლუბებით, ინტერნაციონალური გარემოთი და მდიდარი ბიბლიოთეკით”, - ვკითხულობთ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ