ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ ვასილ კაძელაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ ვასილ კაძელაშვილის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. აჭარაძის თქმით, საქმეში არანაირი სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

„ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არანაირი მტკიცებულება, არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ ჰქონია ბრალდებას, თუ რა სახის საფრთხეები იყო დღის წესრიგში, ვინმე მიიმალებოდა, რამე ახალ დანაშაულს ჩაიდენდა, თუ რამე სახით ზემოქმედებას მოახდენდნენ გამოძიებაზე. ბრალდების მხარე ამ ხალხს ჯგუფად აღიქვამდა, არავისზე ინდივიდუალურად არ საუბრობდა, მოსამართლემაც არანაირი სახით არ გამოყო ბრალდებულები ერთმანეთისგან და ყველაზე ერთიანად იმსჯელა. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასამართლიანია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უშუალოდ წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, რომელიც მასმედიით ისედაც გავრცელებული იყო, სხვა არაფერი არაა წარმოდგენილი. ცალკე აღებული ეს ვიდეოჩანაწერი არანაირ დანაშაულს არ წარმოადგენს. სხდომის გარკვეული ნაწილი სწორედ იმაზე დაიხარჯა, ჩვენ გაგვერკვია, რეალურად თუ რას ედავებოდნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს. კონკრეტულად, ჩემი დაცვის მყოფის მიმართ თუ რა არის ბრალად წარდგენილი. ამ ეტაპისთვისაც, ვინმე თუ ბრალის დადგენილებას გაეცნობა და სხდომის ოქმს მოისმენს, რამე კონკრეტულ დასკვნას ვერ გამოიტანს",- განაცხადა აჭარაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი.

ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის