რელიგიის სააგენტოს დელეგაცია უნგრეთის პარლამენტს ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია უნგრეთის პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვეიკეი იმრეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის მიერ საქართველოს რელიგიური მდგომარეობისა და რელიგიის პოლიტიკის გაცნობის პასუხად, კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის, საქართველოსა და უნგრეთის ისტორიის მსგავსებასა და თანხვედრას ტრადიციული ღირებულებების პატივისცემაში.

მისი თქმით, უნგრეთის კულტურა და თვითმყოფადობა ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და შესაბამისად, მათი მოქმედი კონსტიტუციაც იცავს ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახურ ტრადიციებს, რაც ბრიუსელის და ზოგიერთი დასავლეთ ევროპული ქვეყნის მხრიდან გაკიცხვის საგანია. თუმცა, უნგრეთი არ აპირებს ტრადიციული ღირებულებებზე უარის თქმას.

ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევებსა და რუსული ოკუპაციური რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობებზე.

უნგრეთის პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ უნგრეთის მხარდაჭერა.

სტრატეგიულ პარტნიორებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვეიკეი იმრე რელიგიის სააგენტოს დაპირდა „ეკლესიების შესახებ“ უნგრეთის სპეციალური კანონისა და რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგულაციის მიწოდებას და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის ფარგლებში დახმარებას.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში, თამარ ლილუაშვილი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი, თამარ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და რელიგიის სააგენტოს იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ