ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვთ

თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს, - ამის შესახებ „ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.

ექიმის განმარტებით, „ტვ პირველის" ჟურნალისტსა ოპერატორს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

„დღეს ჩვენთან აქციიდან შემოყვანილი იყო ათი პაციენტი, ათივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. ათი პაციენტიდან სამი გაეწერა ბინაზე, ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს. დანარჩენი კვლევები დასრულდება და ხვალ დილით ან მოგვიანებით მოგახსენებთ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაზიანებები აქვთ ძირითადად თავის არეში, სახის არეში, მუხლის არეში. მიმდინარეობს გამოკვლევები", - განაცხადა ექიმმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!