თბილისში და ბათუმში მედიის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამასთან, მედიის მხარდამჭერი აქცია დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზეც გაიმართება.

როგორც „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სოციალურ ქსელში წერს, ახლა ერთად დგომის დროა.

„ტელევიზიები, განსაკუთრებით ოპერატორები, ჟურნალისტები და ჩართვის ოპერატორები ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით. წლებია ამ ჩემთვის საყვარელ პროფესიაში ვარ და არასდროს ვაქცევდით ყურადღებას რომელი ტელევიზია ვის მხარეს იყო პოლიტიკურად. ჩუმად ერთმანეთისთვის კადრებიც მიგვიცია, კამერებიც გაგვიცვლია, ისე რომ ხელმძღვანელობას არ გაეგო. მხარს ვუმაგრებდით კაცობით და ჩვენი საქმის სიყვარულით.

ახლა? რა დაემართა ამ პროფესიას, რა დაგვემართა, რატომ ვართ ასე გაყოფილები გახლეჩილები? ახლა ერთად დგომის დროა, არაფერი და არავინ არ ღირს ამ ჩვენთვის საყვარელი პროფესიის გასაპარტახებლად. ნუ გავიმეტებთ ამ პროფესიას ნუ გავწირავთ! 15:00 საათზე, ყველა „რესპუბლიკის მოედანზე“, - წერს გიორგი შეწირული.

ასევე, 15:00 საათზე გაიმართება ბათუმში, ევროპის მოედანზე, მედიის აქცია.

"მედია გამოდის ტერორის და რეპრესიების წინააღმდეგ!

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა და ძალადობის წახალისება.

დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ფაქტები!

მისცეს მედიის ყველა წარმომადგენელს უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში