არჩილ გორდულაძე - ვიცით, რომ ნიღბიანების მხრიდან და დიდი ალბათობით, ესენი იყვნენ მომიტინგეები, სასტიკად იქნა ნაცემი ორი მოქალაქე, მაგრამ ამის შესახებ არავის გაუპროტესტებია და დაუგმია, რაც კატეგორიულად მიუღებელია

კატეგორიულად მიუღებელია, მეტიც, ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე ძალადობენ და ამ ყველაფერში ბრუტალურ მეთოდებს იყენებენ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძე აღნიშნავს, რომ „არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ ორმაგი სტანდარტი” ჰქონდეს.

„ამავდროულად ობიექტურობა არასდროს უნდა დავკარგოთ. ყველანაირი ძალადობა ყოველთვის უნდა იყოს დაგმობილი. ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანების მხრიდან და დიდი ალბათობით, ესენი იყვნენ მომიტინგეები, სასტიკად იქნა ნაცემი ორი მოქალაქე, მაგრამ ამის შესახებ არავის გაუპროტესტებია, არავის დაუფიქსირებია თავისი პოზიცია და არ დაუგმია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი გუნდის მხრიდან ყოველთვის არის გაცხადებული პოზიცია, რომ ნებისმიერ ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნებით და ყოველთვის მოვითხოვთ, რომ ასეთი ფაქტები აუცილებლად გამოძიებული იყოს და სხვა ადამიანები, რომლებიც "ნაცკლასტერს" წარმოადგენენ აუცილებლად უნდა გმობდნენ ასეთ ძალადობებს. მათ შორის, უნდა გმობდნენ მომიტინგეებისგან პირდაპირ, მაგალითად, ოპერატორის მიმართ სახეში ნასროლ პირო-ტექნიკას და ამ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და არ შეიძლება, რომ ორმაგი სტანდარტი იყოს თავიანთი კოლეგების მიმართ. მაშინ, როდესაც ობიექტური ჟურნალისტები კატეგორიულად გმობენ თავიანთ კოლეგაზე ძალადობას "ნაცკლასტერის" ჟურნალისტები სიტყვას არ ამბობენ არც „პოსტვ“-ის, არც „რუსთავი2“-ის, არც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ფაქტებზე, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა, ძალადობის ფაქტები და ადამიანების ცოცხლად დაწვა. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ ორმაგი სტანდარტი გვქონდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე