ადვოკატის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა

ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ლომინაძე განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს.

ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დღეს, დღის პირველ ნახევარში წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

„ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, ნიკას ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა, ნიკა არსებითად უარყოფს, რომ მას რამე ნივთიერება გააჩნდა. მას გადაცემული არ ჰქონდა პირადი ჩხრეკის ოქმი, იზოლატორში რომ შევედი, ისიც კი არ იცოდა, თუ რას ედავებოდნენ და რატომ იყო დაკავებული, შესაბამისად, მისთვის არანაირი უფლებები არ განუმარტავთ, ჩხრეკის ოქმის ასლიც არ ჰქონდა გადაცემული. გუშინ საღამოს გავიგე, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. როგორც გამომძიებელმა მითხრა, ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, ჯერჯერობით არ იციან, რა ნივთიერებაზე და რა რაოდენობაზეა საუბარი. ნიკასთან კონსულტაციის შემდეგ, რა ფაქტობრივი გარემოებებიც მომიყვა, თუ როგორ განხორციელდა მისი ჩხრეკა და ამოღება, მეც ეჭვი მეპარება, რომ მას რამე ჰქონოდა. გამოძიება 260-ე მუხლითაა დაწყებული, თუმცა ნაწილი არ ვიცით, რადგან ექსპერტიზის დასკვნა არ არის“, - განაცხადა ლომინაძემ.

ცნობისთვის, ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკუშა კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ლომინაძის თქმით, კაციას პირადი ჩხრეკა ქუჩაში ჩაუტარდა, მას დაკავებულმა განუმარტა, რომ პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

ლომინაძის განმარტებით, ნიკუშა კაცია იმ დღეს აქციაზე უნდა წასულიყო. მას ჟურნალისტმა დაკავების შემდეგ უთხრა, რომ სამართალდამცავები გზაში არა ნარკოტიკებზე, არამედ იმაზე ესაუბრებოდნენ, რომ „ის აქციებზე დადიოდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე