ანა ნაცვლიშვილი - თვითმარქვია რეჟიმი ჩადის საერთაშორისო დანაშაულებს - მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი არის რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე

თვითმარქვია რეჟიმი ჩადის საერთაშორისო დანაშაულებს, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „დაისაჯოს თითოეული მოძალადე და დაისაჯონ ამ თვითმარქვია რეჟიმის თანამდებობის პირები“.

„4 პროდასავლური პოლიტიკური აქტორის მიერ ორიოდე დღის წინ შეიქმნა სამუშაო ფორმატი, რომლის ამოცანაც არის არცერთი ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელსაც ჩადის რუსული თვითმარქვია არალეგიტიმური რეჟიმი, არ დარჩეს დაუსჯელი. ამ ეტაპზე ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ასობით დაზარალებული, რომლებიც გახდნენ არა მხოლოდ ქართული სამართლის, არამედ საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლები. თვითმარქვია რეჟიმი ჩადის საერთაშორისო დანაშაულებს, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულს. ჩადის დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო კონვენციით. შესაბამისად, ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ შესაძლებლობას, საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელსაც არ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დაისაჯოს თითოეული მოძალადე და დაისაჯონ ამ თვითმარქვია რეჟიმის თანამდებობის პირები, რომლებიც გასცემენ ბრძანებას ადამიანების წამებაზე, მათ რეპრესიებზე და აწარმოებენ ადამიანების დევნას პატრიოტული, პოლიტიკური ნიშნით.

დღეს ჩვენ მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი არის რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე კონკრეტული მტკიცებულებით, კონკრეტულ დაზარალებულებზე და კონკრეტულ დამნაშავეებზე. ეს გაგრძელდება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გქონდეს იმედი, რომ ახალი არჩევნების შემდეგ, როგორც კი აღდგება ქვეყანაში კანონის და კონსტიტუციის მოქმედება, ეს ადამიანები ვინც დღეს ძალადობენ, ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. მანამდე, ვინაიდან თვითმარქვია ხელისუფლებამ შეაჩერა კანონისა და კონსტიტუციის მოქმედება, მივდივართ საერთაშორისო სამართლით. გამოვიყენებთ ამ მექანიზმს საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში