22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ სტაბილურად მძიმეა - ის ისევ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, ის კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

„ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების მოძრაობა, წამოახველა, შარდის გამოყოფა გაუმჯობესდა. [მდგომარეობა] დღეს საღამომდე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს წესით. ეს ცვლილებები კი დადებითია, მაგრამ ახალ სურათს არ გვაძლევს, რომ დაგვაიმედოს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გამოღვიძება, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება გამოღვიძების პროცესი, უფრო უკეთესი და უსაფრთხოა. უცებ გამოღვიძება რეკომენდებული არააო“, - განაცხადა იოსებ ჩანადირმა.

ცნობისთვის, 22 წლის ბიჭს აქციაზე თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. ის ინგოროყვას კლინიკაში 3 დეკემბრიდანაა მოთავსებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე