კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისში ნაძვის ხეს დგამენ. ოღონდ არავის უხარია, მათ შორის, არც „ქოცებს“. ბუნებივი სლოგანი გახდა - „თბილისი, ძალადობის ქალაქი“! ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლებაა.

ძალადობრივი რეჟიმი სირიაში ისეთი ელვისებური სისწრაფით ჩამოიშალა, თვით ბაშარ ალ-ასადიც გაოგნებული დარჩა, რადგან ის მოძალადეები, ვინც მას გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურებოდა და საკუთარ მოსახლეობას ხოცავდა და არბევდა, ასეთივე ელვისებური სისწრაფით გაექცნენ. (აქვე, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, მიმართონ ერთობლივი თხოვნით სირიის ახალ ხელისუფლებას, რათა გაუქმდეს ბაშარ ასადის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება და დამასკოში არსებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო. )

დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება რუსეთშიც - დაემხობა რეჟიმი და იმედი მაქვს, დაიბადება ახალი, დემოკრატიული, მეზობელი სახელმწიფოებისთვის უსაფრთხო რუსეთი. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება არ ინდობს არც საკუთარ, არც მეზობელი ქვეყნების მოქალაქეეებს - ამ რეჟიმის ჩამოშლაც გარდაუვალია. ამის დასტურია პრიგოჟინის რეიდი როსტოვიდან მოსკოვამდე. მან ეს მანძილი ნახევარ დღეში დაფარა და ვიდრე თავად არ გაჩერდა, წინააღმდეგობა არავინ და ვერავინ გაუწია. მოსკოვში რომ შესულიყო, დღეს რუსეთის ხელისუფლება შეცვლილი იქნებოდა.

მე, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ძალადობას. ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევს, როცა ბევრი ფიზიკურად ძლიერი ურტყამს ერთ სუსტს. ბუნებრივად სუსტის დაცვა მინდება და ეს მიბიძგებს ემოციური მოქმედებისკენ. მაგრამ ჩვენ ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვინც ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს. ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ - უბრალო მათემატიკაა, რომ შედეგად ორჯერ დიდი ბოროტება დაიბადება.

ზედმიწევნით მშვიდობიანი პროტესტი გამარჯვების ერთადერთი გზაა. გამოსავალია ახალი, სუფთად ჩატარებული არჩევნები, დამარცხებულის მილოცვა გამარჯვებულისთვის და ამით ერის გამთლიანება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე