რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს ცნობით, თაღლითური ქოლ-ცენტრები დახურეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა თაღლითური სატელეფონო ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელი დახურა, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდა და 50-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დააზარალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონო საქმიანობა, რომელიც მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით“, - აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.

უწყების მტკიცებით, ქოლ-ცენტრები იყო საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური საზოგადოების ნაწილი, რომელიც საინვესტიციო ტრანზაქციების საფარქვეშ ახორციელებდა მასიურ თაღლითობას ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ.

„მათი უკანონო საქმიანობის მსხვერპლი 50-ზე მეტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გახდა. უკანონო ქმედებებიდან მიღებული შემოსავალი დღეში მილიონ დოლარს აღწევდა“, - აღნიშნულია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რუსეთში მოქმედი ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელები: ისრაელისა და უკრაინის მოქალაქე კესელმან ი.დ., რომელიც დაკავებულია და ისრაელისა და საქართველოს მოქალაქე თოდვა დ. , რომელიც ძებნაშია.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, გამომძიებლების მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამართალდამცავებმა დააკავეს რუსული ქოლ-ცენტრის ოფისების 11 ხელმძღვანელი და თანამშრომელი. ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ