თბილისის მერია - „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოების გამო ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 9 დეკემბრის, 18:00-დან 22:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩები.

„სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების საშუალებით; მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, კერძოდ, რენა აბჟანდაძის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.

9 დეკემბრის 22:00 საათიდან 10 იანვრამდე სრულად გადაიკეტება მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია - იტალიის ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული საგზაო მონაკვეთი.

აღნიშნულ პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N320 და N323 ზაარბრიუკენის მოედნიდან დაუკავშირდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდის გავლით და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ.

მიკროავტობუსები: N536 და N550 ზაარბრიუკენის მოენიდან გადაადგილდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩისკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N320, N323 და N536 მიკროავტობუსი ბარათაშვილის ხიდიდან იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე